კომპანია ქლინექსი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს და ამარაგებს სარეცხი და საწმენდი საშუალებებით, სამეურნეო საქონლით, ქართული წარმოების ქაღალდის სხვადასხვა სახეობებით და საკანცელარიო პროდუქციით ოფისებს, მცირე და მსხვილ ბიზნესს, რესტორნებს, სასტუმროებს და სხვადასხვა ობიექტებს.
ჩვენ გთავაზობთ საყოფაცხოვრებო ქიმიის ფართო ასორტიმენტს, სხვადასხვა სახის საწმენდ და სახეხ საშუალებებს, როგორც მცირე, ასევე დიდი და უფრო ეკონომიური შეფუთვებით.
ქლინექსში შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი სახის სამედიცინო მოხმარების პროდუქცია, როგორებიცაა ზედაპირების და ხელის სადეზინფექციო ხსნარები, სამშრიანი პირბადეები, ნიტრილის და ლატექსის ხელთათმანები, როგორც ტალკიანი, ასევე უტალკო, სამედიცინო მოხმარების ქაღალდი ტაფჩანისთვის. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილ კლინიკასთან და სამედიცინო დაწესებულებებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
მიიღეთ თქვენზე მორგებული დაბალი ფასი და საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.
კომპანიის მიზანია, ჩვენი კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მაქსიმალურად სწრაფი მომსახურების გაწევა, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ თავიანთი საქმიანობის წარმოება.
დაგვიკავშირდით და ჩვენ მოგაწვდით თქვენს ორგანიზაციაზე მორგებულ შემოთავაზებას.